loader

თბილისის აეროპორტში დააკავეს "კანონიერი ქურდი", რომელიც აქტიურად მონაწილეობდა "ქურდულ გარჩევებში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის აეროპორტში დააკავეს "კანონიერი ქურდი", რომელიც აქტიურად მონაწილეობდა "ქურდულ გარჩევებში"

შსს-მ „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით ორი პირი დააკავა, - ამის შესახებ Palitravideo.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ხ.ხ. და 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ფ. კანონიერი ქურდობის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ხ.ხ. 2014 წლიდან ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. ბრალდებული 2014 წლიდან საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა და აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. ქურდულ გარჩევებში. ბ.ფ. 1999 წლიდან ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. დაკავებული 2004 წლიდან რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა და აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. ქურდულ გარჩევებში.

გამოძიება "კანონიერი ქურდობის" ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).