loader

ჯარიმების შიშით, გაზზე მომუშავე მანქანების მძღოლების მიმართვამ ტექდათვალიერების ცენტრებში ერთბაშად იმატა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯარიმების შიშით, გაზზე მომუშავე მანქანების მძღოლების მიმართვამ ტექდათვალიერების ცენტრებში ერთბაშად იმატა

ბოლო დღეების განმავლობაში გაზზე მომუშავე ავტომობილების ტექდათვალიერების ცენტრებში მიმართვამ ერთბაშად იმატა.
ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადა 2018 წლის პირველი იანვარია. აირბალონიანი ავტომობილების შემოწმებას ამ დრომდე საქართველოში ორი აკრედიტებული მოქმედი კომპანია ახორციელებს. ერთი - თბილისში, ერთი კი რუსთავშია განთავსებული. როგორც შპს "აირბალონში" აცხადებენ, მძღოლები მხოლოდ ასქულიანი საჯარიმო სისტემის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გააქტიურდნენ. ნონა ქართველიშვილის თქმით, დაბალი აქტიურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან არაერთგზის შეცვლილი ვადები იყო.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, შსს-ს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტექდათვალიერების ამოქმედებამდე მძღოლებს ქულები არ ჩამოაკლდებათ, მისასალმებელია. თუმცა დავით მესხიშვილის განმარტებით, აირბალონიანი ატომობილების შემოწმების ტემპები არადამაკმაყოფილებელია.