loader

გორში მოტოციკლისტმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რუსთაველის მემორიალზე ავარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გორში მოტოციკლისტმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რუსთაველის მემორიალზე ავარდა

გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და იქვე მდებარე რუსთაველის მემორიალზე ავარდა. მძღოლი დაშავებულია. სატრანსპორტო საშუალება კი სრულად გამოვიდა მწყობრიდან.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ჯგუფები იმყოფებიან. ავარიის შედეგად დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორის საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოში გადაყვანამდე მოტოციკლის მძღოლმა პოლიციას უთხრა, რომ მუხრუჭი გამოვიდა მწყობრიდან და გზის სავალი ნაწილიდან ამიტომ გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლი გორის მცხოვრებია. ახალგაზრდას ავარიის შედეგად მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.