loader

დაპირისპირება პატრულის თანამშრომელსა და დაჯარიმებულ "მარშრუტკის" მძღოლს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაპირისპირება პატრულის თანამშრომელსა და დაჯარიმებულ "მარშრუტკის" მძღოლს შორის

პატრულის თანამშრომელმა სამარშრუტო ტაქსის მძოლი ვარკეთილში დააჯარიმა. მიზეზი მოძრაობის წესების დარღვევაა - მძღოლს უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა.  სანამ პატრულის თანამშრომელი სამარშრუტო ტაქსის მძღოლს აჯარიმებდა, მიკროავტობუსში შეყოვნებულმა მგზავრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს. მათ დისკომფორტს უქმნიდათ არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ შეყოვდნენ, არამედ ისიც, რომ მიკროავტობუსში გაგრილების სისტემა გამორთული იყო.
მას შემდეგ, რაც პატრულის თანამშრომელმა გაღიზიანებული მგზავრების პრეტენზიები მოისმინა, მიკროავტობუსის მძღოლს მოსთხოვა, ჩაერთო კონდიცირების სისტემა.