loader

"SOS! სასწრაფო რეაგირებაა საჭირო, ეს საშინელებაა!" - აღელევებული დამსვენებლის მიერ გავრცელებული კადრები გონიოდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"SOS! სასწრაფო რეაგირებაა საჭირო, ეს საშინელებაა!" - აღელევებული დამსვენებლის მიერ გავრცელებული კადრები გონიოდან

გონიოში, ამ სეზონზე უკვე მეორედ, ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. როგორც ადგილიდან ნათია გოცაძე ფეისბუქ-გვერდის საშუალებით იუწყება, ადგილობრივები დელფინების სიკვდილს დაბინძურებულ წყალს უკავშირებენ.

"SOS!SOS!SOS! არ ვიცი ვის ეხება ეს ყველაფერი, მაგრამ ვფიქრობ სასწრაფო რეაგირებაა საჭირო! ბოლო 3 დღის განმავლობაში უკვე მეორედ, გონიოს სანაპიროზე დამსვენებლებმა მკვდარი ზღვის ბინადარი თითქმის გახრწნილ მდგომარეობაში იპოვეს. ადგილობრივები ამბობენ , რომ ორივე შემთხვევაში იყო დელფინი და დაბინძურებული წყლისგან დაიხოცნენ. მე ამის ექსპერტად ვერ გამოვდგები, ამიტომ ვდებ მასალას და ვისაც შეგიძლიათ შესაბამისი ზომების მიღება ნუ დააყოვნებთ! ეს საშინელებაა!", - წერს ნათია გოცაძე.