loader

გაზის ტრანსპორტირების ტარიფი გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაზის ტრანსპორტირების ტარიფი გაიზარდა

გაზის ტრანსპორტირების ტარიფი გაიზარდა, - აღნიშნული გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული, სადაც სემეკმა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი დაადგინა.

სემეკის გადაწყვეტილებით, თბოელექტროსადგურებისთვის, „ყაზბეგი გაზისთვის", „დუშეთი გაზისთვის" და დანარჩენი მომხმარებლებისთვის გაზის ტრანსპორტირების ახალი ერთიანი ტარიფი დადგინდა და 1 კუბურ მეტრზე - 1.884 თეთრი იქნება (დღგ-ის გარეშე). აღნიშნული ტარიფი 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.