loader

კალაძე "ქართული მარშის" მომხრეებს, რომლებმაც თათია დოლიძე შეურაცხყეს, საქციელს და კულტურას უწუნებს - "დაუპირისპირდით ოპონენტებს მორალისა და ადამიანობის ფარგლებში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კალაძე "ქართული მარშის" მომხრეებს, რომლებმაც თათია დოლიძე შეურაცხყეს, საქციელს და კულტურას უწუნებს - "დაუპირისპირდით ოპონენტებს მორალისა და ადამიანობის ფარგლებში"

გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდების ყოფილმა წარმომადგენელმა, თათია დოლიძემ 14 ივლისს "ფეისბუქის" პირად გვერდზე რამდენიმე დღის წინ გამართული "ქართველთა მარშის" შესახებ პოსტი გამოაქვეყნა და ორგანიზატორების მოთხოვნები გააკრიტიკა. დოლიძის პოსტს მარშის მონაწილეთა და ორგანიზატორთა მხრიდან სოციალურ ქსელებში არაერთი უცენზურო, უხამსი და შეურაცხმყოფელი კომენტარი მოჰყვა. საზოგადოების მეორე ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკის შემდეგ, აღნიშნული პოსტები ავტორებმა წაშალეს, უარყვეს ან განაცხადეს, რომ მათი სახელით "ფეიკ" გვერდებიდან შეგნებულად გავრცელდა შეურაცხმყოფელი პოსტები, რათა მათი დისკრიმინაცია მომხდარიყო. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც, კრიტიკის შემდეგ, კიდევ უფრო აგრესიული და უცენზურო კომენტარები დაწერეს (წაიკითხეთ ვრცლად)

სოციალურ ქსელში გამართულ დაპირისპირებას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, რომელიც მხარეებს კორექტულობისა და ღირსეული ოპონირებისკენ მოუწოდებს.