loader

პირდაპირი, უწყვეტი რეპორტაჟი "დეზერტირების ბაზრიდან", სადაც საწყობი იწვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირი, უწყვეტი რეპორტაჟი "დეზერტირების ბაზრიდან", სადაც საწყობი იწვის

"დეზერტირების ბაზრის" ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც Palitravideo.ge-ს თვითმხილველების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, იწვის ბაზრის ტერიტორიაზე არსებული საწყობები.
მათი განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.
„ადგილზე გასულია 8 სახანძრო მანქანა და 4 სამაშველო ჯგუფი“, - განაცხადეს უწყებაში.

Palitravideo.ge-ს ჟურნალისტი ნიკა საჯაია შემთხვევის ადგილიდან მაუწყებლობდა.
ამ დროისათვის პირდაპირი რეპორტაჟი დასრულებულია. უყურებთ ჩართვის სრულ ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე.