loader

"მე დავბრუნდები" - ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე დავბრუნდები" - ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა

არიზონელ სენატორ ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. ინფორმაცია ოთხშაბათ საღამოს სენატორის ოფისმა გაავრცელა. ინფორმაცია დაადასტურა მაიოს კლინიკამაც, სადაც 80 წლის სენატორი ერთი კვირის წინ მარცხენა თვალს ზემოთ გაჩენილი სისხლჩაქცევის გამო მოათავსეს. გამოკვლევების მიხედვით, სისხლჩაქცევა გლიობლასტომის - ტვინის აგრესიული სიმსივნის შედეგი იყო.
უკანასკნელი თვეების განმავლობაში სენატორი მაკკეინი დაღლილობასა და მხედველობის გაუარესებას უჩიოდა. სისხლჩაქცევის ამოკვეთის ოპერაცია ოთხ საათს გაგრძელდა.

როგორც ექიმები ამბობენ, ნეიროქირურგიული დარღვევები პაციენტს არც ოპერაციამდე და არც მის შემდეგ არ გამოუვლენია. მაკკეინი ახლა საკუთარ სახლში, არიზონაში გადის რეაბილიტაციას და როგორც ცნობილია საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს რეაბილიტაციის პერიოდი. უახლოეს დღეებში გადაწყდება, სენატორს ქიმოთერაპიას დაუნიშნავენ, თუ სხივურ თერაპიას.

სენატორის შვილმა მეგან მაკკეინმა ტვიტერზე დაწერა, რომ მამის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია, მთელი ოჯახისთვის შოკისმომგვრელი იყო: "ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამ ყველაფრის ფონზე, ვინც ყველაზე მშვიდი და აუღელვებელია ჩვენს ოჯახში, ეს მამაჩემია".

სენატორ ჯონ მაკკეინის მეგობარი, სენატორი სამხრე კაროლინიდან ლინდსი გრაჰამი აცხადებს, რომ ის მაკკეინს ტელეფონით ესაუბრა.


„მან მითხრა, ჰო, ახლა გარკვეული დროით აქ დარჩენა მიწევს, გარკვეული მკურნალობა უნდა გავიარო. მაგრამ მე დავრბუნდები“ - ამბობს გრაჰამი.