loader

"პალიტრანიუსის" საჩუქარი აბიტურიენტების მშობლებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პალიტრანიუსის" საჩუქარი აბიტურიენტების მშობლებს

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები რამდენიმე დღეში დასრულდება. აბიტურიენტებისა და მშობლების საგამოცდო ციებ-ცხელებას ცხელი ამინდებიც ემატება, რომლისგან თავის დაძვრენას საგამოცდო ცენტრებთან მომლოდინე მშობლები ათასგვარი ხერხით ხდილობენ.

ზოგიერთი ცივი წყლით იგრილებს თავს, ზოგიც ხის ჩრდილს ეფარება, ზოგიერთმა კი სკოლების სადარბაზოებში მოძებნა გრილი ადგილი...

სიცხე, ნერვიულობა, მოლოდინი... გამოცდაზე შესულ აბიტურიენტებს დედები, მამები, ბებია-ბაბუები, და-ძმები და შინაური ცხოველებიც კი ელოდებიან. მათ ტელეკომპანია "პალიტრანიუსმა" საჩუქარი გაუკეთა - შვილების საგულშემატკივროდ შეკრებილებს ქუდები დაურიგა, სიცხისგან თავის დასაცავად.