loader

"დიმა მეუფის გაზრდილია, ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა" - ოზურგეთში მოკლული ერთ-ერთი მამაკაცი შემოქმედელი მიტროპოლიტის მძღოლი იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიმა მეუფის გაზრდილია, ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა" - ოზურგეთში მოკლული ერთ-ერთი მამაკაცი შემოქმედელი მიტროპოლიტის მძღოლი იყო

ოზურგეთში ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა. მოკლულია ორი მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთისთვის სიძე-ცოლის ძმა იყვნენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცები მანქანაში ჩაცხრილეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მათგანი ციხიდან ახალი გამოსული იყო.
მეორე მოკლული კი, სახელად დიმა ომელჩენკო შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების მძღოლი იყო. აღნიშნულის
შესახებ AMBEBI.GE-სთან საუბარში ომელჩენკოს მეგობარმა აღნიშნა.
"დიმა მეუფის გაზრდილია. ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა და მეუფე პატრონობდა" - ამბობს ომელჩენკოს მეგობარი.
ომელჩენკოს გარდაცვალების გამო წუხილს გამოთქვამს შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის თანამშრომელი ხათუნა ცერცვაძე, რომელიც სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს წარწერით: "რა ბედნიერები ვიყავით...ჩემი საბრალო დიმიკოოოო".
შემთხვევასთან დაკავშირებით აღძრულია საქმე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.