loader

მიწისძვრის მომენტში გადაღებული მძიმე კადრები - რა მოხდა თურქეთის კურორტულ ზონაში, რომელსაც ბევრი ქართველი სტუმრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიწისძვრის მომენტში გადაღებული მძიმე კადრები - რა მოხდა თურქეთის კურორტულ ზონაში, რომელსაც ბევრი ქართველი სტუმრობს

ეგეოსის ზღვაში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა, ზიანი მიადგა თურქეთში ბოდრუმისა და მარმარისის ტურისტულ ზონებს.
წისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, კუნძულიდან 16 კილომეტრში იყო.

მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა თურქეთში ეგეოსის ზღვის სანაპიროზეც. ბოდრუმისა და მარმარისის ტურისტულ ზონას ზიანი მიადგა.
6, 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისვრას თურქეთში მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა არიან დაშავებულები.

რაც შეეხებათ თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მათი დაშავების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. როგორც თურქეთში საქართველოს საელჩოს მრჩეველი გელა ჯაფარიძე აცხადებს, მსუბუქი დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებებს 70-მდე ადამიანმა მიმართა, თუმცა მათ შორის ქართველები არ არიან.