loader

ქობულეთში, თვითმხილველთა ინფორმაციით, პოლიციელმა 25 წლის მამაკაცს ესროლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქობულეთში, თვითმხილველთა ინფორმაციით, პოლიციელმა 25 წლის მამაკაცს ესროლა

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, პირველ შესახვევში სროლის ხმა იყო. თვითმხილველების ცნობით, შსს-ს თანამშრომელმა ქობულეთის მკვიდრს, 25 წლის მამაკაცს ესროლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც დაზარალებულის მამა თენგიზ ქათამაძე აცხადებს, შსს-ს თანამშრონელი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, ორი დღის წინ მოქალაქესა და შსს-ს წარმომადგენელს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.
"ჩემს შვილს მოსაკლავად ეძებდა. არანარი პირადი დაპირისპირება არასდროს ჰქონია. არ ვიცი, რატომ არის ჩემს შვილზე გადამტერებული", - აცხადებს თენგიზ ქათამაძე.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და სიტუაციას სწავლობენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები და მიმდინარეობს საკითხის შესწავლა.