loader

თბილისის ყოფილი მერი საშინელ ავარიაში მოყვა და საავადმყოფოშია გადაყვანილი - "მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშაა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის ყოფილი მერი საშინელ ავარიაში მოყვა და საავადმყოფოშია გადაყვანილი - "მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშაა"

თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ავარიაში მოყვა. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ზოდელავას ახლო მეგობარი "ბრავო რექორდსის" დამფუძნებელი ზაზა შენგელია წერს:

"რატომ და როდემდე უნდა იყოს დაშვებული ამ ქვეყანაში მარჯვენა საჭიანი მანქანების მოძრაობა?!... ასეთი მანქანები პოტენციური მკვლელები არიან!!!....მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ერთდროულად მარჯვენა და მარცხენა საჭიანი მანქანების მოძრაობაა დაშვებული...ან ერთია და ან მეორე....რამდენი ადამინი შეიწირა მარჯვენა საჭემ, რამდენი დაასახიჩრა და მაინც ვერ მოევლო ამ უბედურებას...ვერ დავიჯერებ, რომ ასეთი პრობლემურია ამ საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გაჭრილად გადაწყვეტა... დღეს ღამით, ჩემი უახლოესი მეგობარი ვანიკო ზოდელავა, მარჯვენა საჭიანი ტაქსით აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალი, საშინელ ავტოკატასტროფაში მოჰყვა და მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშაა, იმ მანქანის მძღოლი რომელსაც ეს ტაქსი შეეჯახა - გარდაიცვალა და მარჯვენა საჭიანი ტაქსის მძღოლმა, რომელშიაც ვანიკო იჯდა, მსუბუქი დაზიანებები მიიღო მხოლოდ.... მერე ადგება ეს ტაქსის მძღოლი, გაარემონტებს მანქანას და ჰერი ჰერი კიდევ ახალი მოსახდენი და პოტენციური საავტომობილო მკვლელობებისკენ....რატომ ? როდემდე ?", - წერს ზაზა შენგელია.