loader

"მოვდიოდი ჩემს გზაზე, გაიარენ და ისროლენ ბოთლი" - რას ყვება აქციაზე დაშავებული მამაკაცი და კიდევ რა დაზიანებები მიიღეს დაპირისპირებისას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოვდიოდი ჩემს გზაზე, გაიარენ და ისროლენ ბოთლი" - რას ყვება აქციაზე დაშავებული მამაკაცი და კიდევ რა დაზიანებები მიიღეს დაპირისპირებისას

აღმაშენებლის გამზირზე ერთდროულად ორი აქცია გაიმართა. "ქართველთა მარშის" ორგანიზატორები და წარმომადგენლები "ევროპული საქართველოს" მიერ დაანონსებული აქციის კონტრაქციას მართავდნენ. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. მას შემდეგ რაც "ევროპული საქართველოს" აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ მარჯანიშვილის ტერიტორიისკენ, "მარშის" წევრებმა მათ კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს. რამდენიმე ადამიანი სკანდირება "მოღალატე". ისინი ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევასაც, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.