loader

აღმაშენებელზე, აქციის მონაწილის მიერ ნასროლი საგანი TV "პალიტრანიუსის" რეპორტიორს მოხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აღმაშენებელზე, აქციის მონაწილის მიერ ნასროლი საგანი TV "პალიტრანიუსის" რეპორტიორს მოხვდა

აღმაშენებლის გამზირზე ერთდროულად ორი აქცია გაიმართა. "ქართველთა მარშის" ორგანიზატორები და წარმომადგენლები "ევროპული საქართველოს" მიერ დაანონსებული აქციის კონტრაქციას მართავდნენ. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. მას შემდეგ რაც "ევროპული საქართველოს" აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ მარჯანიშვილის ტერიტორიისკენ, "მარშის" წევრებმა მათ კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს.

აქციის მსვლელობისას მცირე დაზიანებები მიიღო რამდენიმე მოქალაქემ, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც. ერთ-ერთი დაშავებული ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" რეპორტიორი გიორგი ფარქოსაძეა, რომელსაც გაურკვეველი საგანი, სავარაუდოდ, ტელეფონი თავის არეში მოხვდა.

სქრინის ფოტო: ირაკლი გედენიძე, "ინტერპრესნიუსი" | ფოტოზე - გიორგი ფარქოსაძე, ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" რეპორტიორი