loader

როგორ გამოიყურება საპატრიარქოს შემოწირული თანხებით აშენებული სასტუმრო "სნო" ყაზბეგში [უკომენტაროდ] - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება საპატრიარქოს შემოწირული თანხებით აშენებული სასტუმრო "სნო" ყაზბეგში [უკომენტაროდ]

საპატრიარქოს შემოწირული თანხებით აშენებული სასტუმრო "სნო" გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას პატრიარქი, პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ. სასტუმრო სოფელ სნოში პატრიარქის რეზიდენციის ტერიტორიაზე აშენდა. უკვე ცნობილია, რომ სასტუმროდან შემოსული თანხა სოფლის განვითარებას მოხმარდება. აქ სასტუმროს აშენების ძირითადი იდეა იმაში იყო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ მოწყდეს აქაურობას და დასაქმდეს. სასტუმროს ძირითადი შემოსავალი ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და სოფლის განვითარებას მოხმარდება. სასტუმროში სულ 34 ნომერია.

ამავე თემაზე: სასტუმრო "სნოს" გახსნაზე სტუმრებს "პალიტრა L"-ის გამოცემული ოთხტომეული "ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი" საჩუქრად გადაეცათ