loader

"ფეხმძიმე ცოლი ტიროდა" - რა ჰყვებიან თვითმხილველები დიდუბეში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რომელსაც ერთი ადამიანი შეეწირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფეხმძიმე ცოლი ტიროდა" - რა ჰყვებიან თვითმხილველები დიდუბეში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რომელსაც ერთი ადამიანი შეეწირა

დიდუბეში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სოხუმის ქუჩაზე შენობის დემონტაჟი ხორციელდებოდა, რა დროსაც ის ჩამოიგრა. შედეგად გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.