loader

ხანძარი წაღვერის ტყეში - ცეცხლი 6000 კავადრატულ მეტრს უკიდია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძარი წაღვერის ტყეში - ცეცხლი 6000 კავადრატულ მეტრს უკიდია

წაღვერიდან 2 კილომეტრში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენით ცდილობენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, პირველადი ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების არეალი 6 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
მათივე ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შეტყობინების მიღებიდან მალევე ჩაერთვნენ ხანძრის ქრობისთვის საჭირო სამუშაოებში. ასევე მოხდა დამატებითი ძალების მოძიება იმისთვის, რომ ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოხდეს.
გარდა ამისა, მათივე განცხადებით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შტაბი თბილისიდან და და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.