loader

აფხაზეთში, გუდაუთის სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფხაზეთში, გუდაუთის სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოესთან, სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ ”ბი-ბი-სი”-ს რუსული სამსახური იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა, აქედან 19 დასასვენებლად ჩასული რუსეთის მოქალაქეა. როგორც ცნობილი გახდა, მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. სოფელი დატოვეს ტურისტებმაც. თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქება იმნდენად ძლიერი იყო, რომ შენობები დაზიანდა, ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები. შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ აბზახეთის დეფაქტო მთავრობის წარმომადგენლებიც.
სამხედრო საწყობში ხანძარი და აფეთქება ადგილობრივი დროით 16:30 საათზე მოხდა. ფაქტის გამომწვევ მიზეზებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.