loader

ენგურში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი სავარაუდოდ, მდინარემ წაიღო - ცხედარს ამ დრომდე ეძებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ენგურში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი სავარაუდოდ, მდინარემ წაიღო - ცხედარს ამ დრომდე ეძებენ

სვანეთში მაშველები მდინარეში გადავარდნილი მანქანის მძღოლს ეძებენ. კალა-უშგულის გზაზე ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა. შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ მაშველებმა მანქანის წყლიდან ამოყვანა მოახერხეს, თუმცა ის ცარიელი აღმოჩნდა. სავარაუდოდ, მძღოლის ცხედარი მდინარემ წაიღო. მაშველების თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე მდინარე ყველაზე სწრაფია, რაც სამძებრო სამუშაოებში მყვინთავების ჩართვას ართულებს.