loader

არქიტექტურის და რეკლამის კომპანია - 15 000 ოჯახის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არქიტექტურის და რეკლამის კომპანია - 15 000 ოჯახის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

არქიტექტურის და რეკლამის კომპანიის ინფორმაციით, 15 000 ოჯახის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. როგორც ”ინტერპრესნიუსს” არქიტექტურის და რეკლამის კომპანიიდან აცნობეს, სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ მომზადებულ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში გათვალისწინებული მოსაზრება ელიავას ბაზრობის გადატანის შესახებ, მოსახლეობის ერთ ნაწილს მძიმე დაპირისპირებისაკენ უბიძგებს.
„გენერალური გეგმის ავტორებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები. ისინი აცხადებენ, რომ ადგილებს არ დათმობენ და ამისათვის სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ. მათთვის გაუგებარია, რატომ შეაჩერეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბაზრობის ხელმძღვანელი პირების მიერ წარდგენილი განვითარების, მშენებლობის და რეკონსტრუქციის პროცესი. ელიავას ბაზრობის მეპატრონეები, მის მოწესრიგებას გეგმავენ და ამ მიზნით თბილისის მერიას კონკრეტული პროექტებით უკვე წელიწადნახევრის წინ მიმართეს. დაიცავს თუ არა საქართველოს მთავრობა 15 000 ოჯახის ინტერესებს, ამას დრო გვიჩვენებს”, - ნათქვამია არქიტექტურის და რეკლამის კომპანიის განცხადებაში.