loader

როგორ გამოიყურება ახალი აღმაშენებელი კაფე-ბარების გაფიცვის შემდეგ: 16 ობიექტი დაკეტილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება ახალი აღმაშენებელი კაფე-ბარების გაფიცვის შემდეგ: 16 ობიექტი დაკეტილია

ახალ აღმაშენებელზე მდებარე კაფე-ბარების უმეტესობა ამ დროისთვის დაკეტილია. ახალ აღმაშენებელზე პრობლემები 16 კაფეს შეექმნა და აქედან 14-ის მფლობელი უცხოელია.

კაფე-ბარების მეპატრონეებს ქალაქ თბილისის მერიიდან მიუვიდათ წერილი, რომლის თანახმად, აღმაშენებლის გამზირზე ქვეითთა ზონიდან უნდა მოხდეს მაგიდებისა და სკამების აღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაეკისრებათ ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.
კაფეების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ნებართვის აღების მოთხოვნით უკვე მიმართეს სახელმწიფოს, თუმცა პასუხი აგვიანებს, ხოლო რეალურად, დაჯარიმების საფრთხის წინაშე დგანან.

ავტორი: ნარიტა ჩხაიძე, Palitravideo.ge-ს მულტიმედია ჟურნალისტი