loader

ოფიციალური ვიდეომასალა ფონიჭალაში ჩატარებული წუხანდელი სპეცოპერაციიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოფიციალური ვიდეომასალა ფონიჭალაში ჩატარებული წუხანდელი სპეცოპერაციიდან

შსს ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-9 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ე.ჯ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, სოფელ ფონიჭალაში დააკავეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ე.ჯ.-ს მიერ მოქალაქისთვის მიყიდული 4 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.