loader

რა ხდება მერიასთან, რის გამოც სოციალურ ქსელში ვნებათა ღელვა ატყდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება მერიასთან, რის გამოც სოციალურ ქსელში ვნებათა ღელვა ატყდა

თბილისში, მერიასთან რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადატვირთულია.
საუბარია, იოსებიძის, ბულაჩაურის, შარტავას ქუჩებზე.

როგორც "პალიტრავიდეოს" დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, მოძრაობის გადატვირთვის მიზეზი საბურთალოს ქუჩის გადაკეტვა გახდა. მათივე ცნობით, აღნიშნული ქუჩა ხვალ, დილის 6 საათზე გაიხსნება.

ამასთან, როგორც მერიაში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

საბურთალოს ქუჩის გადაკეტვის გამო სოციალურ ქსელში მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. როგორც ერთ-ერთი მოქალაქე წერს: "მერიასთან სრული კატასტროფა ხდება! საბურთალოს ქუჩისკენ არ უშვებენ მანქანებს, ბულაჩაურის ქუჩაზე წავიდა, იქ სრული კატასტროფაა! ჩაუყვა "მარშუტკა" იოსებიძეზე, იქიდან ისევ არ უშვებენ პეკინის მიმართულებით. ლამის იტირა მძღოლმა, სად წასულიყო აღარ იცოდა".