loader

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოტივი, შესაძლოა, ტაქსების ბიზნესს უკავშირდებოდეს - ახალი დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოტივი, შესაძლოა, ტაქსების ბიზნესს უკავშირდებოდეს - ახალი დეტალები

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ექსპერტ-კრიმინალისტები ჭონქაძის მიმდებარედ, ნიაღვრის ქუჩაზე მუშაობენ. ჭონქაძის ქუჩაზე გუშინ მოკლული მამაკაცის ცხედარი ამ დრომდე ექსპერტიზის ბიუროშია. ოჯახის წევრები მის გადმოსვენებას დღეს ელოდებიან. პოლიციის განყოფილებაში კი გარდაცვლილის ოჯახის წევრების დაკითხვა მიმდინარეობს.

მკვლელობა მთაწმინდაზე, ვილნიუსის სკვერში გუშინ მოხდა, სადაც გამოყოფილია ბავშვებისთვის განკუთვნილი ზონა და საცხოვრებელი კორპუსებია განთავსებული. არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა ობიექტიდან ვიდეოსათვალთვალო კამერები ამოიღეს და მოქალაქეები გამოჰკითხეს.