loader

ნატა ფერაძის პიკანტური ფოტოები მერიასთან - რატომ გამოიძახა პატრული გარემოსდამცველმა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნატა ფერაძის პიკანტური ფოტოები მერიასთან - რატომ გამოიძახა პატრული გარემოსდამცველმა?

დედაქალაქის მერიასთან "პარტიზანი მებაღეების" დამფუძნებელმა ნატა ფერაძემ პატრული გამოიძახა. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის დაახლოებით ათამდე წარმომადგენელი იმყოფებოდა, ნატა ფერაძემ შეტყობინება 112-ში დააფიქსირა. ფერაძე აპროტესტებს, რომ მას მერიის შენობაში არ უშვებენ.

ნატა ფერაძე მერიაში რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად იმყოფებოდა და იატაკზე იჯდა. დაახლოებით 19:30 საათზე მათ შენობა თამბაქოს მოწევის მიზნით დატოვეს და როდესაც მერიაში შესვლა ისევ სცადეს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ისინი შენობაში აღარ შეუშვა.

ნატა ფერაძემ პატრული გამოიძახა და ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს უთხრა, რომ მას მერიაში განცხადება აქვს შესატანი და დაცვა არ უშვებს. საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა მას გასაუბრება შესთავაზა, თუმცა ნატა ფერაძე სამართალდამცავს არ გაჰყვა იმ მოტივით, რომ მერია 20.00 საათზე მუშაობას ასრულებს.

ორგანიზაცია "პარტიზანი მებაღეები" ჭავჭავაძის #82-ში ხეების მოჭრას აპროტესტებს.