loader

პატრულის თანამშრომლებმა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებს სემეკის დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრულის თანამშრომლებმა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებს სემეკის დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებს სემეკის დარბაზი, სადაც საჯარო სხდომები ტარდება, ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ წუთებში სამართალდამცველებს „ლეიბორისტები“ სემეკის შენობიდან გაჰყავთ.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა, რომლებიც ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაძვირებას აპროტესტებენ, სემეკის წევრებს დღეს სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

მოგვიანებით, სემეკში პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილიც მივიდა, რომელმაც სხდომათა დარბაზში მჯდომარე აქცია დაიწყო.



ავტორი: ნათია რუხაძე