loader

"მკვლელს რომ იცავ, ორმეტრიანი კაცი მიწევს სახლში, ამის მოკლული" - ჭონქაძის ქუჩაზე მოკლულის მეუღლე ადვოკატს დაუპირისპირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მკვლელს რომ იცავ, ორმეტრიანი კაცი მიწევს სახლში, ამის მოკლული" - ჭონქაძის ქუჩაზე მოკლულის მეუღლე ადვოკატს დაუპირისპირდა

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა განახლდა. საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მოკლული კახა ძნელაძის მეუღლე ვანდა იმნაძე მივიდა. ის სასამართლოს იმ დარბაზში აპირებდა შესვლას, სადაც ბრალდებულ მიხეილ იაშვილს სასწრაფო დახმარების ბრიგადა დახმარებას უწევდა.

ვანდა იმნაძეს უშუალოდ ბრალდებულთან მისვლა სურდა, თუმცა ამის საშუალება მას სამართალდამცველებმა და მანდატურებმა არ მისცეს.

"ორმეტრიანი კაცი მიწევს სახლში, ამის მოკლული", - განაცხადა ვანდა იმნაძემ.

გარდაცვლილის მეუღლემ ბრალდებულის ადვოკატსაც მიმართა და უთხრა, "რატომ და რა ნამუსით იცავდა მიხეილ იაშვილის უფლებებს".