loader

"ამ მდგომარეობაში ვართ ქართველები აქ: ვირული მუშაობა, უაზრო ცხოვრება და უაზრო მგზავრობა" - რას ჰყვებიან მემინგენი - ქუთაისის გაუქმებული ავიარეისის მგზავრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ მდგომარეობაში ვართ ქართველები აქ: ვირული მუშაობა, უაზრო ცხოვრება და უაზრო მგზავრობა" - რას ჰყვებიან მემინგენი - ქუთაისის გაუქმებული ავიარეისის მგზავრები

მემინგენი - ქუთაისის ავიარეისი რომელიც წუხელ უნდა შესრულებულიყო, საბოლოოდ გაუქმდა. როგორც "პალიტრავიდეოს" ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში განუცხადეს, რეისის გაუქმების მიზეზი უამინდობა იყო.

"ქუთაისი - მემინგენის რეისი, რომელიც ქუთაისიდან გაფრინდა 19:17 საათზე, მემინგენში არსებული ძლიერი ელჭექის გამო მიუნხენში დაფრინდა. ასევე, ელჭექის გამო გაუქმდა ქუთაისის მიმართულებით ფრენა. ხოლო მემინგენიდან მომავალ მგზავრებს ავიაკომპანია ალტერნატიულ მარშრუტებს შესთავაზებს", - განაცხადეს ქუთაისის აეროპორტში.

გერმანიის ქალაქ მემინგენიდან ქუთაისის მიმართულებით ავიარეისი უნდა შესრულებულიყო, თუმცა ავიარეისი არ შესრულდა. მგზავრების თქმით, მათ არანაირი განმარტება არ მისცეს რეისის გაუქმების შესახებ, რის გამოც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

მგზავრებმა საკუთარი მდგომარეობის ამსახველი ვიდეო "ინფო რუსთავის" მეშვეობით გაავრცელეს.