loader

პირდაპირი კადრები ატენის ხეობიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირი კადრები ატენის ხეობიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოშურთან ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრე მაშველები ადგილზე მუშაობენ, ამ დროისთვის ცეცხლი დაახლოებით 2 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული.

სახანძრო სამუშაოებს ძლიერი ქარი ართულებს.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ხანძრის ადგილი არის კლდოვანი და სამუშაოების ჩასატარებლად მიუდგომელი.

პირდაპირ ეთერს ხეობიდან "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.