loader

მწვავე შეხლა-შემოხლა რკინიგზის დეპარტამენტთან: აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა სცადეს, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მწვავე შეხლა-შემოხლა რკინიგზის დეპარტამენტთან: აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა სცადეს, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

რკინიგზელთა ახალი პროკვაშირების პრეზიდენტის, ვიტალი გიორგაძის ინფორმაციით, რკინიგზის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. მისივე თქმით, დაკავებულია "აუდიტორია 115"-ის წევრი ირაკალი კუპრაძე და პროფკავშირების წევრი გიორგი დიასამიძე.
მოშიმშილე რკინიგზელების აქციაზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა საქართველოს რკინიგზის ოფისის ფოიეში შესვლა სცადა. ისინი მოითხოვდნენ, რომ მოშიმშილეებისთვის ფოიეში შესვლის და იქ ყოფნის საშუალება მიეცათ.
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის შესავლელთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები. მათ აქციის მონაწილეებს ფოეში შესვლის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეებს და სამართალდამცველებს შორის ხმაური და დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცველებმა რკინიგზის დეპარტამენტთან დაკავებულების გადაყვანისას მომხდარი დაპირისპირების გამო, კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.