loader

კადრები ბორჯომის ხეობის ყველაზე მაღალი წერტილიდან - როგორ ებრძვიან ხანძარს მაშველები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ბორჯომის ხეობის ყველაზე მაღალი წერტილიდან - როგორ ებრძვიან ხანძარს მაშველები

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე მე-6 დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ადგილზე ავიაციასა და სპეცტექნიკასთან ერთად 2500-მდე მეხანძრე-მაშველისა და ჯარისკაცის სახით ცოცხალი ძალაა მობილიზებული.

ცოტა ხნის წინ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სტიქიის ზონიდან უახლესი კადრები გაავრცელა, რომელიც ბორჯომის ხეობაში ამ დროისთვის არსებულ ვითარებას ასახავს.

კადრები ზღვის დონიდან 1700 მეტრი სიმაღლეზე, ე.წ ”არჯევანიძის" მთის ყველაზე მაღალ წერტილშია გადაღებული.