loader

საკრებულოს დეპუტატი საკუთარი თანამშრომლის განცხადების საფუძველზე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საკრებულოს დეპუტატი საკუთარი თანამშრომლის განცხადების საფუძველზე დააკავეს

თბილისის საკრებულოს დეპუტატის ზურაბ ნეფარიძეს ქრთამის აღებაში საკუთარი მაჟორიტარული ბიუროს თანამშრომელი ადანაშაულებს. ანტიკორუფციულმა სააგენტომ დეპუტატი დალი მამულაშვილის საჩივრის საფუძველზე დააკავა. სისხლის სამართლის საქმეში დალი მამულაშვილი დაზარალებულის სტატუსით არის დაკითხული. ის ისნის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ნეფარიძის ბიუროს თანამშრომელია.მამულაშვილი ამბობს, რომ ხელფასიდან 400 ლარს ნეფარიძე სძალავდა. ზურაბ ნეფარიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ბრალდება წინასწარ პატიმრობას, ადვოკატები კი გირაოს მოითხოვენ.ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისის საკრებულოს წევრი, ზურაბ ნეფარიძე 26 აგვისტოს დააკავა.