loader

"კახაბერი კახამერად" - კახა ცისკარიძე ამბობს, თუ რატომ გადაწყვიტა ბათუმის მერობისთვის ბრძოლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კახაბერი კახამერად" - კახა ცისკარიძე ამბობს, თუ რატომ გადაწყვიტა ბათუმის მერობისთვის ბრძოლა

მომღერალი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობისთვის იბრძოლებს, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კახაბერ ცისკარიძე ამბობს, იგი პოპულარული ბათუმმა გახადა და არჩევნებში მონაწილეობის მიღება სწორედ ბათუმის უკეთესი მომავლისთვის გადაწყვიტა. რაც შეეხება საარჩევნო პროგრამას, მომღერლის თქმით, მას არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო ხელმოწერების შეგროვების შემდეგ გააცნობს მოსახლეობას.

"კახაბერი "კახა მერი" უნდა გახდეს. სამი დღის განმავლობაში 2000-მდე ხელმოწერა გვჭირდება. აქედან გამომდინარე, მე, როგორც ბათუმის მერობის კანდიდატი დავფიქსირდები. რაც შეეხება იმას, რატომ გადავწყვიტე მერობა, მე ვარ ბათუმელი და 6 მაისის პარკში იმიტომ შევიკრიბეთ, რომ აქ დავიბადე და გავიზარდე. ვთვლი, რომ ბათუმმა და ბათუმელებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით პოპულარული გამხადა. ასე ვთქვათ, ბათუმელებისთვის ვალი მაქვს. ამიტომ მინდა, რომ ჩემი ენერგიით, ჩემი იდეებით და ჩემი გამოცდილებით ქალაქი უკეთესობისკენ შევცვალო. საარჩევნო პროგრამას დარეგისტრირების შემდეგ გაგაცნობთ. ბათუმი ხელოვნების ქალაქად უნდა გადაიქცეს," - განაცხადა კახაბერ ცისკარიძემ.