loader

რა მდგომარეობაა ახლა ადგილზე, სადაც ხანძრის ჩაქრობაში ვერტმფრენი ჩაერთო - ბოლო ინფორმაცია ახალციხიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მდგომარეობაა ახლა ადგილზე, სადაც ხანძრის ჩაქრობაში ვერტმფრენი ჩაერთო - ბოლო ინფორმაცია ახალციხიდან

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ახალციხეში მიემგზავრება, სადაც სოფელ სვირის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების პროცესს ადგილზე დააკვირდება. დილიდან ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში შსს-ს სასაზღრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ადგილზე ასევე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომელიც ხანძრის გარკვეულ კერებთან მუშაობს. რთული რელიეფის გამო მძიმე ტექნიკის ხანძრის ძირითად კერასთან მიყვანა ვერ ხერხდება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ვერტმფრენის გარდა, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოცხალი ძალაც მონაწილეობს. უწყების ცნობით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.