loader

დიღომში მანქანა გადაბრუნდა - კადრი ავტოსაგზაო შემთხვევიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიღომში მანქანა გადაბრუნდა - კადრი ავტოსაგზაო შემთხვევიდან

დიღომში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ავტომობილი მეორეს უკნიდან დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ორივე ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ფოტოები: ლიკა ამირაშვილი