loader

"მკვლელები ხართ" - ქეთი დოლიძე კინომსახიობთა დასიდან გაუშვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მკვლელები ხართ" - ქეთი დოლიძე კინომსახიობთა დასიდან გაუშვეს

რეჟისორი ქეთი დოლიძე თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის. ამ პოსტზე მას ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე შეცვლის.

ქეთი დოლიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ ის თანამდებობიდან ოფიციალურად მოხსნილია და თუმანიშვილის თეატრის მსახიობებს, რომლებმაც ამაში წვლილი შეიტანეს, "მოღალატეს და მკვლელს" უწოდებს:

"ნიკოლოზ რურუას ოფიციალურად ვულოცავ ჩემს მოხსნას! შეგისრულათ თქვენმა თანაპარტიელმა სურვილი და დავალება! და კიდევ იმ 10 მოღალატეს და მკვლელს ჩემს თეატრში, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა!!!! ბრავო ნინელი! ბრავო, ზაზა! (გულისხმობს Advertisement ნინელი ჭანკვეტაძეს და ზაზა მიქაშავიძეს)..."