loader

ხანძარი ხულოში - თვითმხილველის პირველი კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძარი ხულოში - თვითმხილველის პირველი კადრები

ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე ხანძარი მასშტაბური არ არის, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში, მეჩხერ ტყეში ხანძარი ადგილობრივებმა გუშინ საღამოს შენიშნეს. შემთხვევის ადგილზე 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, პოლიცია და სატყეო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
ამ დროისათვის ხანძარსაწინააღმდეგო ტრანსპორტის გადასაადგილებლად, მთასთან მისასვლელი სპეციალური გზის გაყვანა მიმდინარეობს.



ავტორი: მარიკო კეკელიძე