loader

პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა გაყიდვა ახალი სასწავლო წლიდან სკოლის ბუფეტებში აიკრძალება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა გაყიდვა ახალი სასწავლო წლიდან სკოლის ბუფეტებში აიკრძალება

განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სექტემბრიდან სკოლის ბუფეტებში განსაკუთრებით არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება.

განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას მიმდინარე წლის 5 მაისის ბრძანებაში განსაზღვრულია, რა პროდუქტების გაყიდვა აიკრძალება ახალი სასწავლო წლიდან სასკოლო ბუფეტებში.

ბრძანების თანახმად, სასკოლო კვების ორგანიზებისას აიკრძალება - საღეჭი რეზინის, კანფეტების, შოკოლადის, არომატიზებული წასახემსებლების (მაგალითად, ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.) გაყიდვა, გარდა თხილეულის, ხილისა და ბოსტნეულის, რომელთაც მარილი, შაქარი ან ცხიმი აქვთ დამატებული. იკრძალება ასევე - მაიონეზით შეზავებული პროდუქციის, სოკოს, ასევე, დაკონსერვებული პროდუქტების, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის, მინერალური წყლის გარდა სხვა გაზიანი სასმელების, თერმულად დაუმუშავებელი კვერცხის გაყიდვა.