loader

რა გახდა "ბლექ სი არენაზე" დაგეგმილი ელტონ ჯონის კონცერტების გადადების მიზეზი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გახდა "ბლექ სი არენაზე" დაგეგმილი ელტონ ჯონის კონცერტების გადადების მიზეზი?

საქართველოში ბრიტანელი პოპ და როკ-მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ელტონ ჯონისა და მისი ბენდის დაგეგმილი კონცერტები გადაიდო.

16 და 17 სექტემბერს, შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილი კონცერტების გადადების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ელტონ ჯონის კონცერტი საქართველოში წელს აღარ გაიმართება.

სექტემბერში დაგეგმილი კონცერტების გადადების შესახებ ინფორმაცია ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდებოდა, რის მიზეზადაც ელტონ ჯონის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, სტივ ჯონსონის მიერ ხელზე ჩატარებული ოპერაცია სახელდებოდა, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე „ისთერნ ფრომოუშენში“ არ დაუდასტურებიათ.