loader

უკრაინის სასაზღვრო სამსახური "კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტზე სააკაშვილის მისვლასთან დაკავშირებით მგზავრებს აფრთხილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინის სასაზღვრო სამსახური "კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტზე სააკაშვილის მისვლასთან დაკავშირებით მგზავრებს აფრთხილებს

10 სექტემბერს პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე, "კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტზე მიხეილ სააკაშვილის მისვლასთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური "ფეისბუქის" გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

"მგზავრების საყურადღებოდ: "კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტთან მასობრივი შეკრებების შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით 9-12 სექტემბრის პერიოდის განმავლობაში უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური გირჩევთ, მარშრუტის სხვა გზები აირჩიოთ, რათა თავიდან აიცილოთ დისკომფორტი", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინელი მესაზღვრეები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ, ვინც მიხეილ სააკაშვილის დახვედრას გეგმავს, უნდა იცოდნენ, რომ სასაზღვრო ზოლში განსაკუთრებული წესები მოქმედებს.

"ამიტომ თხოვნით მოგმართავთ, დაიცვათ კანონმდებლობით დადგენილი წესები", - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა ოლეგ სლობოდიანმა განაცხადა, "კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტზე გაძლიერებული იქნება მესაზღვრეების განაწესი, რათა პროვოკაციები არ დაუშვან.