loader

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პოლიციამ ავტობუსში პასპორტი მოჰპარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პოლიციამ ავტობუსში პასპორტი მოჰპარა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ავტობუსში ყოფნისას უკრაინის პასპორტი მოჰპარეს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მე გუშინ მოვედი, პოლონეთის საზღვარი გადავკვეთე უკრაინის ლეგალური დოკუმენტით, პოლონელებმა შტამპი ჩამირტყეს. მერე გადავედი უკრაინელებთან, მათ პასპორტი მივაწოდე, მაგრამ მითხრეს, რომ არ აიღებენ მას. როდესაც ეს მოხდა, ხალხმა ამიყვანა და უკრაინაში ხელებზე აყვანით შემიყვანეს. პასპორტი ავტობუსში მქონდა. პოლიცია მოვიდა, გაჩხრიკა ავტობუსი და ჩემი პასპორტი მოიპარა. მე ახლა უკრაინაში აბსოლუტურად ლეგალურად ვიმყოფები. მე მივმართე უკრაინის სახელმწიფოს დაცვის შესახებ და ჩემი ეს თხოვნა სასამართლოში უნდა იქნას გადაწყვეტილი", - დასძინა მან.