loader

ახალი სასწავლო წელი საჯარო სკოლებში: რა სიახლეები ელით მოსწავლეებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი სასწავლო წელი საჯარო სკოლებში: რა სიახლეები ელით მოსწავლეებს

საქართველოს საჯარო სკოლებში დღეიდან ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს საჯარო სკოლებში დაახლოებით 50 300 პირველკლასელია რეგისტრირებული. ისინი Acer TravelMate B117 Notebook PC-ით დასაჩუქრდნენ. პორტაბელური კომპიუტერი დაურიგდებათ ასევე პირველკლასელების დამრიგებლებსაც.

წელს განათლების სამინისტრომ ამ მიზნით ჯამში 53 700 პორტაბელური კომპიუტერი შეიძინა. ასევე, 2017 სასწავლო წელს სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების 60% ახალი, 40% კი მეორადი იქნება. უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით.