loader

როგორი იქნება პეკინის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორი იქნება პეკინის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ?

პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების სტადიაზეა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პეკინის ქუჩაზე უახლოეს დღეებში დასრულდება ტროტუარების მოპირკეთება, რის შემდეგაც ქუჩა როგორც ავტოტრანსპორტისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეთათვის სრულად გაიხსნება.

დედაქალაქის მერმა პეკინის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა და მოსახლეობას გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, მერიის სხვადასხვა სამსახურის, კომპანია GWP-ისა და „ბლექ სი გრუპის“ კოორდინირებული მუშაობის შედეგად, პეკინის ქუჩაზე საკმაოდ სერიოზული სამუშაოები ჩატარდა.