loader

სანდრო ეულის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სანდრო ეულის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - კადრები ადგილიდან

სანდრო ეულის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაღუპული 40 წლამდე მამაკაცია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს შემთხვევის ადგილზე განუცხადეს, კიბერნეტიკის ინსტიტუტის ყოფილ შენობაში რემონტი დასრულდა და შენობის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობდა. მამაკაციც, რომელიც აფეთქებისას დაიღუპა, რემონტის შემდეგ დასუფთავების სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას. სანდრო ეულის ქუჩაზე აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შენობაში ჟანგბადის ავზი აფეთქდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურების წარმომდგენლები. უბედური შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ავტორი: ეკატერინე ბახუტაშვილი