loader

რას ჰყვებიან მეზობლები ბიჭზე, რომელმაც მამა მოკლა, დედა კი დაჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ჰყვებიან მეზობლები ბიჭზე, რომელმაც მამა მოკლა, დედა კი დაჭრა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში შვილმა ცეცხლსასროლი იარაღით მამა მოკლა, დედა კი დაჭრა. მკვლელობა სანადირო თოფით არის ჩადენილი. სავარაუდოდ, მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პირი სრულწლოვანია, თუმცა ფსიქიკური პრობლემები აქვს და შესაბამის დაწესებულებაშიც მკურნალობდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. მათივე ინფორმაციით, საქმეზე ძიება მე-11 პრიმა 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.