loader

ოთარ აბესაძის ადვოკატებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, შესაძლოა, კიდევ ერთხელ დააყენონ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოთარ აბესაძის ადვოკატებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, შესაძლოა, კიდევ ერთხელ დააყენონ

დაცვის მხარემ თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის გათავისუფლების შუამდგომლობა, შესაძლოა, კიდევ ერთხელ დააყენოს. ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყება. ბრალდებისა და დაცვის მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვებით წარდგებიან, რის შემდეგაც ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეების დაკითხვა დაიწყება.

როგორც აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, თუკი აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ექსპერტიზის დასკვნა მოესწრება, ამ შემთხვევაში დაცვის მხარე აბესაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ წინასასამართლო სხდომების მსგავსად, ოთარ აბესაძის საქმის არსებითი განხილვებიც დახურულ რეჟიმში წარიმართოს.