loader

ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები "დინამო არენაზე": მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები "დინამო არენაზე": მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 29 სექტემბერს, "დინამო არენაზე" საქველმოქმედო მატჩს, "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" გამართავს. ერთმანეთს მასპინძელი GFF-11 და "მსოფლიოს 11" დაუპირისპირდებიან. ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით გამართული მატჩის ბილეთებიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება.

მატჩთან დაკავშირებით თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო და სხვები. ბილეთების გაყიდვა ონლაინრეჟიმში, საიტ TKT.GE-ზე დღეს, 15:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარი იქნება.