loader

"ამ ფოტოებშია გოგონა ე.წ. პენუარით სათამაშოებთან ერთად" - დეკანოზი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ ფოტოებშია გოგონა ე.წ. პენუარით სათამაშოებთან ერთად" - დეკანოზი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე საუბრობს

დეკანოზის საბოლოო სიტყვის აუდიოჩანაწერს "TV პირველი" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, დეკანოზი საბოლოო სიტყვაში ყურადღებას ამახვილებს გამოძიების მიერ მოპოვებულ ფოტოებზე და აცხადებს, რომ პროკურატურა მათ არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს.

ამასთან, საბოლოო სიტყვაში გიორგი მამალაძემ აღნიშნა, რომ მისი პირადი ცხოვრების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, პროკურატურა ცდილობდა, მეუფე დიმიტრისა და სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მისდამი დამოკიდებულება შეეცვალა, თუმცა ეს არ გამოუვიდა.

დეკანოზის სკანდალური განცხადება - "პროკურორი მაიძულებდა პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებას"